“ეს ძალიან მაგონებს 2012 წლის სტადიონის აქციას, რომელზეც თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ იგრძნობოდა და შემდეგ გამოვლინდა კიდეც, რომ ჩვენ თხელ ყინულზე ვიდექით. ქართული ოცნება დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია. როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოდის და ათი ათასობთ ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას, რომ ჩვენ იმდენი მძღოლი გვეყოლება, რამდენიც ისინი, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ ბევრი ფული გვაქვს და ფულს ვყრით.
ივანიშვილმა პარტიული ელიტა ამას მიაჩვია, რომ “რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი უფრო დიდი ფულით”. მარაზმი ჰქვია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს და ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ამაზე დიდი მარაზმია, როდესაც ციხესთან ხელისუფლება მოშიმშილე პრეზიდენტს უწყობს აქციას და ითხოვს რა, გადადექიო, სააკაშვილს ეუბნებიან?”
ამბობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა TV პირველის ეთერში ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.