ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების გუნდს მადლობას უხდის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელების გამო.

მისი თქმით, მალე აღადგენს წონასწარობას.

“ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწარობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი”,– თქვა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.