რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მინდა ვუთხრა მას და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, ძალიან მალე მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. […] ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის, ტყვეობაში დატოვოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს ცხადია რატი ბრეგაძე. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“,

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.