ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
”არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა დიპლომატიაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება.
ჯერჯერობით პაკეტი ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორს.
როგორც ვიცით, რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია წიაღისეული საწვავის ექსპორტზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საქონელსა და კაპიტალზე წვდომას და ამიტომ დეესკალაცია რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს,” – განაცხადა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.