“ამ კანონის ერთი ნაწილი ძალაში შედის მიღებისთანავე და იმედი გვაქვს, რომ ივნისის ბოლოს კანონპროექტს დავამტკიცებთ, მისი სხვა ნაწილები ეტაპობრივად ამოქმედება მას შემდეგ, რაც მთავრობა 2025 წლის პირველ იანვრამდე დაამტკიცებს შესაბამისი რეგისტრაციის აქტებს. ყველა ვეტერინარულ კლინიკას, თავშესაფარს, ბაზრობას ექნება წვდომა და ასე ვთქვათ, გასაღები ციფრულ პროგრამაზე და თითოეული ძაღლის, მათ შორის, ნამრავლის რეგისტრაცია განხორციელდება. ასევე, ვისაც უკვე გვყავს ძაღლები, გვექნება საშუალება, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და ჩიპირება გავუკეთოთ ჩვენს ძაღლს, რომ ის მოხვდეს სისტემაში. ეს იქნება ძაღლის პასპორტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეცოდინება, ვისი იყო ძაღლი.
ძალიან მკაცრად გაკონტროლდებიან ადამიანები, ვინც დაკავებულები არიან ცხოველების ორთაბრძოლებით. ეს დღესაც დასჯადია, მაგრამ გაათმაგებულო ყურადღება მიექცევა ამ საკითხს. ასევე, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ძაღლების გამრავლებისა და გაყიდვის საკითხს,”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.