“იცით, რომ “მეგობარი აქტის” ინიციატორი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოსა და აშშ-ის დროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა, იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის. “მეგობარი აქტის” მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. გუშინდელი მიღებული აქტი ქვედა პალატის მხრიდან, ახლა გადაეცემა ზედა პალატას ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ „მეგობარი აქტი“ ასევე მიიღებს ძალიან დიდ მხარდაჭერას”.
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.