ძალიან რთული იქნება? რუსეთი შემოიჭრა და ოკუპირებული ჰყავხართ – ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის ინიციატივას 3+3 ფორმატში მონაწილეობის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად ძალიან რთული იქნება მონაწილეობა თუმცა ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ არ ჩამორჩეს იმ პროცესებს, რომლებიც რეგიონში ვითარდება.
”ძალიან რთული იქნება? რუსეთი შემოიჭრა და ოკუპირებული ჰყავხართ.თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ, რომ ჩართვა შეუძლებელია”.- წერს იან კელი.
“Very hard”? Russia invaded and occupied you. Your friends would have preferred to hear you say, “impossible.” https://t.co/7oFRpoCi8S
— Ian Kelly (@ikelly731) October 8, 2021
სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, გაჭირდება მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან – ზალკალიანი 3+3 ფორმატზე