ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მათ მიიღეს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ანალიზები, რაც შემაშფოთებელია. მისი თქმით, პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას, რის გამოც ექსპრეზიდენტი სასწრაფოდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში.
“ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებები კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია.
ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა – პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში, რამდენადაც ამას ითხოვს კონსილიუმი და სახალხო დამცველი. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის საგანგაშო”, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშილობს.