პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში “ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა”, მას სიტყვით გამოსვლა უნდოდა, თუმცა სიტყვა არ მისცეს.
მისივე განცხადებით, მას სურდა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე, რომ ბოიკოტს აზრი არ აქვს.
„რაღაც სხვა საკითხის შემდეგ თქვეს, რომ სიტყვას მოგვცემდნენ. არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი, როგორც მან თქვა, არც თავიდან ჰქონდა და არც ახლა. მინდოდა, ამაზე რეაქცია მქონოდა და მეპასუხა, ამის საშუალება არ მომეცა. შემდეგ თალაკვაძემ ძალიან ამაყად ჩაიკითხა, მემორანდუმის პუნქტები – არჩევნები რომ თითის ანაბეჭდით ჩატარდება, რომ შრიხკოდი ექნება თითოეულ ბიულეტენს. ეს არის ზუსტად ბოიკოტის დამსახურება. “ქართულ იცნებას” ამის გაკეთება თუ უნდოდა, ხელს ვინ უშლიდა? 31 ოქტომბრის არჩევნები ასე რომ ჩაეტარებინათ, არანაირი ბოიკოტი და პროტესტი არ იქნებოდა”,– ამბობს ელისაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ უნდოდა, რომ ელჩების გასაგონად “საერთო ოპოზიციური მონაპოვარი” დაეცვა.