ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს. ის მადლობას უხდის ექიმებს, ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს და ამბობს, რომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება:
„ძალიან ცუდად ვიყავი. ურთულესი ორი წელი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ვცდილობდი ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა ანგელოზის, ოპერისა და იმ საქმის გამო, რისი კეთებაც მიყვარს… ივნისის დასაწყისში მომიწია შევჩერებულიყავი და მიმეხედა საკუთარი თავისთვის. ძალიან ვწუხვარ, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდმა მიმკურნალა და ძალიან მალე დავბრუნდები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, გიამბობთ ჩემს ამბავს და ბევრს ვილაპარაკებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქალს შეიძლება გაუჩნდეს“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.
ანიტა რაჭველიშვილი სცენას, სავარაუდოდ, აგვისტოში, ბუენოს აირესში, კოლონის თეატრში დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი OperaWire ავრცელებს.