“მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც საკუთარი შვილი არასოდეს არ დაუსჯია, აქეთ მხარეს – ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს, ვისაც უცემია საკუთარი შვილი.

აქ ლაპარაკი არის 20 წლის წინანდელ ამბებზე, 15 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ, როდესაც ეს დღემდე ოჯახებშიც კი ხდება. ეს არის გადაცდომა, მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ, ეს ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო.

თუ ლაპარაკია მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ.

არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ გამოყენებული იყო [ფიზიკური შეხება], არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო გამოყენებული. თვითონ ეს ბავშვები, რამდენადაც მე მოვისმინე მათი საუბარი, ამ ბავშვების ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ეს არ იცოდა, რატომ ამბობენ ამას მე არ ვიცი, როგორ არ იცოდა, ესეც არ ვიცი”

ამბობს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას.