ძალის გადამეტება და არაეფექტური გამოძიება – სტრასბურგში 20 ივნისის საქმეზე საჩივარი გაიგზავნა

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტრასბურგში 2019 წლის 20 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგში ორ სარჩელს აგზავნის. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი თამარ ონიანი აცხადებს, რომ საიას მიერ წარგენილი ორი საჩივარი შეეხება სახელმწიფოს მიერ აქციების მართვასთან დაკავშირებით სისტემურ პრობლემებს.

ერთი სარჩელი ეხება ჟურნალისტებს, ხოლო მეორე – გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას, რაც ცალკე გამოძიების საგანია.

საია-ს იურისტი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ პროკურატურას გამოძიება უნდა მიჰყავდეს ამ მუხლით, თუმცა, მისივე თქმით, პროკურატურა თავს იკავებს ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარებისგან.

საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოშ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის პრობლემები კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით.

“ვფიქრობთ, რომ გამოძიება ჩვენს შიდა ინსტანციებში არის არაეფექტური. დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, ჩვენც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რაიმე ქმედითი გავლენა მოვახდინოთ გამოძიებასთან. არის პრობლემები კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, ამ ადამიანების სახელით მივმართოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს”,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.