ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს – ნიკა მელია

ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს – ასე ეხმაურება ენმ-ის  თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის საპროტესტო მშვიდობიან აქციებზე 40-ზე მეტი მოქალაქის დაკავებას.

“დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ”, – წერს მელია.