„ნაცმოძრაობის“ ამ ორივე ფრთის მხრიდან, ანუ, ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს, მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავს შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ჩვენს ამომრჩეველს ვუსმენთ, პატივს ვცემთ და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გეგმას. ამიტომ ვერანაირი მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ჩვენ საჯაროდ არა ერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება“,
ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა.