„ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით“, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი “გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას. არ მგონია, “ოცნებას” ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ. რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, “გირჩს” თავისი გზა აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„პალიკო კუბლაშვილი ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე დაგვეხმარა – ერთხელ ოფისის ქირა გადაგვიხადა და ერთხელაც პორტალის დამზადების ხარჯი აგვინაზღაურა ჩემი თხოვნით. ასე რომ, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არა ვართ და არც მომავალში ვაპირებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.