ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას.. სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს – ვენეციის კომისია “ოცნების” რეპრესიულ კანონებს აკრიტიკებს

“ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.[..]სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს” -ვენეციის კომისია ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში დრაკონულ და რეპრესიულ ცვლილებებზე კრიტიკულ შეფასებას აქვეყნებს.

“საკანონმდებლო პროცესის ანალიზისას, მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩარევის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

ცვლილებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან და ფართო ჩარჩო მქონე დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას ანიჭებს ზედმეტად ფართო დისკრეციას მათ გამოყენებაში. ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო ბაზის განჭვრეტადობას და აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას. საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადისნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს.

უფრო მეტიც, ცვლილებებში სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ადეკვატურად არ იყო დასაბუთებული. ახალი მკაცრი პატიმრობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებულია… ამიტომ კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი. ” – ნათქვამია განცხადებაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია:

  • სანქციების ხასიათისა და სიმძიმის გადახედვა
  • ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე ინდივიდუალური შეფასების მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს
  • ადმინისტრაციული დაკავების წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული საშუალების უზრუნველყოფა
  •  კონკრეტული ვიწრო მნიშვნელობის განსაზღვრა ლაზერის და სინათლის სხვა მოწყობილობების აკრძალვაზე
  • სახის დაფარვის აკრძალვის დაზუსტება
  • “პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის” მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა