ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუჩერეს საპატიო პრეზიდენტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ელჩის სტატუსი.
ეს არ არის ერთადერთი სპორტული სანქცია, რომელმაც რუსეთმა აგრესიის გამო ბოლო დღეებში მიიღო. უკრაინასთან ომის დაწყების გამო, რუსეთის ფორმულა 1-ის გრან პრი, რომელიც სექტემბერში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
გარდა ამისა, 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად, პარიზში ჩატარდება.