”დიდია გულისტკივილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო. განგვეშორა ქვეყნისა და მოყვასის გულშემატკივარი, უფლის მოყვარული, ძლიერი და ერთგული პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ბ-ნი თამაზისათვის ლოცვის ძალა”