იიმუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას ახალი კერები გაჩნდა სოფელ წოლაშიც. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე-მაშველი, ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია.