ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჭიაურსა და გიორგეთში ალვის ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენები და ინტერნეტის კაბელები.

ჭიაურის თემში მერის წარმომადგენელმა თანანა ხვედელიძემ განაცხადა, რომ დაზიანებულია სოფელში შემავალი ელექტროენერგიის მთავარი კაბელი. მისი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

22 მაისს, საღამოს, სეტყვა იყო ახმეტაში, თუმცა ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, ზიანი, ფაქტობრივად, არ არის.

წყარო: რადიო თავისუფლება