გორის ახალმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სამსახურისან საკუთარი მხარდამჭერების გაშვება დაიწყო.ერთ-ერთი, ვინც მან სამსახურიდან უკვე გაუშვა ატენის თემის უკვე ყოფილი გამგებელი ნუგზარ მძინარაშვილია. მისი თქმით, 27 ოქტომბერს “ქართული ოცნების” აქციიდან დაბრუნებულს კაბინეტში ხინჩეგაშვილის ძმაკაცი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ ის გამგებელი აღარ იყო.
“გამათავისუფლეს რა ვიცი, გუშინ წინ აქციიდან რომ ჩამოვედი მეორე დღეს გამათავისუფლეს, ბიჭები რომ დაიბარეს, გამგებლები ხელშეკრულების გასაფორმებლად, მე არ დამიბარეს, მე თვითონ მივედი გამგეობაში, რა ხდება მეთქი, უკვე განცხადება დაწერილი ჰქონდა იმ პიროვნებას. მოუნდა მის ძმაკაცსს გამგებლობა”, – თქვა ნუგზარ მძინარაშვილმა.