ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი შაქარაშვილის მეგობარი იყო

19 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარმა 21 წლის ძმამ მოკლა, მიშო ახლოურია რომელიც გარდაცვლილი ფეხბურეთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო. როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ ტელევიზორი იყო.

„ორივე გადასარევი ბავშვი იყო.ქირით ცხოვრობდნენ, სახლში იყვნენ, ერთი ტელევიზორს უყურებდა. ცოტა ხმა მაღალზე იყო ჩართული,უთქვამს, ტელევიზორს ჩაუწიეო, ამას არ ჩაუწევია და შეკამათდნენ რის გამოც დაჭრა და ვეღარ გადაარჩინეს ბავშვი“- ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

„აღარ ვიცი რა დავწერო შაქარ უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს, ძალიან მენატრები დღითიდღე მემატება ეს ტკივილი და მონატრება შენი. შენი ხმა ჩამესმის სულ ყურში როგორი კარგი ხმა გქონდა. როგორი განსაკუთრებული იყავი. ჩემი ოქრო კაცი იქნები მუდამ სულ შენზე ვლაპარაკობ და ვიამაყებ რო ესეთი ძმა მყავდა გვერდით. უზომოდ მიყვარხარ და ზემოთ შევხვდებით ოდესღაც ჩემო ძმაო“- წერდა გარდაცვლი მიშო ახლოურია შაქარაშვილის გარდაცვალების დღეებში.