წალენჯიხაში მიკროავტობუსი მე-2 კლასელ ბავშვს დაეჯახა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მუნიციპალიტეტის მერის, ბესიკ ფარცვანიას თქმით, დაშავებულს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

„დეტალები მეც არ ვიცი, სოფლის რწმუნებულმა რა ინფორმაციაც გადმომცა ისაა, რომ ბავშვი არის მეორე კლასში და მიკროავტობუსი დაეჯახა. მას ზუგდუდის საავადმყოფოში უტარდება ოპერაცია“, – ამბობს ბესიკ ფარცვანია.