წალკაში გაზის მილების გაყვანისას მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები
წალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა –
წალკაში გაზის მილების გაყვანისას მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები , – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელ, გოდერძი ნარიმანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„წალკაში გაზი გაყავთ და მრავალმხრივ სასიხარულო ფაქტია. ჯერ ერთი, ამ უტყეო რეგიონის მოსახლეობას გაუადვილებს არა მხოლოდ გაუსაძლისი ზამთრის გადატანას და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მოსახერხებელს გახდის. მეორეს მხრივ ტყე გადარჩება მიმდებარე მუნიციპალიტეტებში, რამდენაც წალკას ტყვის შესაბამისი მასივები არ გააჩნია.
თუმცა, ამ შესანიშნავ საქმეს ჩრდილიც აქვს მშენებლებს არ აქვთ პროექტი შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რამაც არქროლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა და ნაწილი დააზიანა კიდეც.
მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი (სურ, 1-5), დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები (სურ. 6-17). ეს სამაროვანი ქვის წარწერიანი სტელებიტაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად წარმოუდგენელია.
მშენებლები შუა საუკუნეების ნასოფლარს მიადგნენ და იქაც დააზიანებენ კულტურულ ფენებს.
წალკის მუნიციპალიტეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის – არქეოლოგიური ძეგლები ზიანდება გზის და წყლის გაყვანის დროსაც. გამკითხავი კი არავინ ჩანს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველა ფაქტზე რეაგირებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძო კომპანიები აგრძელებენ არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება-განადგურებას.
საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იცავდეს კონსტიტუციას და კანონს. დამრღვევებმა კი პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ქვეყნის წინაშე“, – წერს გოდერძი ნარიმანიშვილი.