ტელეკომპანია პირველის განცხადებით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკაში, სოფელ წინწყაროში თავს დაესხნენ. მათი ცნობით, ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის ბიძამ.
კადრებში ჩანს, რომ გოჩა აფრასიძემ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მასზე დამაგრებული ღრუბელი ესროლა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, თუმცა მათ მოძალადეების შეჩერება ვერ შეძლეს.
ტვ პირველი აშუქებდა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
უწყების განმარტებით, სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.