წამალივით არის, შევხედოთ ყველამ და გავიხსენოთ, რა არ გვინდა – წულუკიანი ბილბორდებზე

“წამალივით არის, შევხედოთ ყველამ და გავიხსენოთ, რა არ გვინდა”- ასე აფასებს, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილსში გაკრულ “სისხლიან” ბანერებს. წულუკიანის თქმით, მოსახლეობამ უნდა უყუროს აღნიშნულ ბანერებს, რათა ახსოვდეთ თუ რა არ უნდათ და ასევე აღნიშნა, რომ ”წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს”.

“აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციის ფლანგი, ოპოზიციური მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ.

ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, რომ ეს წამალივით არის, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა. იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს, არც ცუდი და არც კარგი”, – განუცხადა თეა წულუკიანმა.