საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც მესამეპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება, ადვოკატმა შალვახაჭაპურიძემ მას სთხოვა წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება ვიზუალურად, თუმცა მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება არ მისცა.
“მე მინდა, ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქედან მივმართო, იქ იმყოფება ჩემი ადვოკატი, ბატონი ილია ლომია, წამოდგეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ და თქვენ, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ბატონი სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით, აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა, თუმცა კომენტარებს მერე გავაკეთებ, ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი”. – თქვა ხაჭაპურიძემ.