“წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ”- ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ის “აღიარებს”, რომ ბევრი რამ ვერ გააკეთა და მისი მოტივაციაა, რომ ეს ყველაფერი ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად გააკეთოს თუმცა, ვერ გაუჩენს კომპლექსს წამოძახილი “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”.
“ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც აქ ვდაგავრთ და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ გონია, რომ იმის წამოძახებით, რომ მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ. ელემენტარული მიზეზის გამო, ის რაც ვერ გავაკეთე და ვაღიარებ, რომ ბევრი რამე ვერ გავაკეთე, არის ის ძირითადი მოტივაცია, რომ ბევრად უკეთესად, სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა მან.