“წარდგენილები არიან მუდმივ მოსამართლეებად, კატასტროფაა “- ექსპრემიერი, პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი გიორგი გახარია დაუჯერებელს უწოდებს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს.
“რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. და ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი, რომ განწესდეს მუდმივ მოსამართლედ. ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება. დაუჯერებელი იყო! რამდენჯერმე ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა”. – თქვა მან.