წარმოგიდენიათ, რა მოხდება, მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაგვსვან? ისეთი ამბები დატრიალდება, ისე დაიმტვრევენ თავს – ვაშაძე

 წარმოგიდენიათ, რა მოხდება, მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაგვსვან? დახმარება გაჩერდება, ქვეყანა SWIFT-დან გაითიშება, ეკონომიკა გაჩერდება – ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთონ კიდეც – ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ”- ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც – კანონგარეშეა. კონსტიტუცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის გარეშე არ ითვალისწინებს, ამიტომ ორმაგ უკანონობასთან გვაქვს საქმე. მე ჯერ უარი არაფერზე არ მითქვამს, ჯერ მინდა თეა წულუკიანისგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. ოფიციალურად ჯერ არც ოქმი და არც წერილი მომსვლია. თეა წულუკიანმა ჯერ იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში, მათ მშობლებს დაელაპარაკოს, თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა. სტრასბურგით ამაყობს და თავი მოაქვს, მაგრამ იქიდანაც გამოაპანღურეს, როცა იქ ვაი დელეგაციით ჩავიდა. რომელ სტრასბურგის სტანდარტში ჯდება ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ? ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზია და კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც!

მათ მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა და გარემოებების შემზადებას ცდილობენ, ეს კი მათ სისუსტეზე მეტყველებს. მათ რომ ხალხის არ ეშინოდეთ, ტელევიზიების გაჩუმებას და ხალხთან ბრძოლას დაიწყებდნენ? თუ ძლიერი ხარ, რატომ ებრძვი მოქალაქეებს, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს? წადი და დანიშნე არჩევნები! 4 მიმართულებით აქვთ შეტევა – პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის აკრძალვა და მედიისა და პროტესტის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული ვიგინდარა, ნამუსგარეცხილი და გონდაკარგული ადამიანები.

წარმოგიდენიათ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ციხეში ჩასვან, რა მოდება შემდეგ? ვინმესთვის დაგვჭირდება შემდეგ ახსნა, დასასანქცირებლები არიან თუ არა? მოქმედი პოლიტიკოსის დაჭერა დიდ რეზონანს გამოიწვევს. გგონიათ, რომ შემდეგ საქართველოს გარეთ ფეხს გაადგამენ? ყველა დახმარება გაჩერდება, SWIFT-დან გაითიშება საქართველო და ეკონომიკა გაჩერდება, მყისიერად ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთოს და ვნახოთ ერთი, რა მოუვათ. ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ“, – ამბობს ვაშაძე.