“სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყო სუფთა ურთიერთობები. ამათ თქვეს მეოთხე არახამია, რაც არის ტყუილი. მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე, კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? სააკაშვილი, რომელიც არის უმძიმესი კრიმინალი, ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი.
აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს თავისთან. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წამით, მაგალითად, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ეს გააფუჭებდა ურთიერთობას საქართველოსა და უკრაინას შორის”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.