„წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ კიდევ ასი ATACMS, TAURUS, Storm Shadow ან SCALP ჰქონდეს? ყირიმი რუსეთისთვის გამოუსადეგარი ბაზა იქნებოდა. არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი, არც საჰაერო ძალები, არც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დრონების გაშვება, არც ლოგისტიკური კერა რუსეთის თავდაცვის შესანარჩუნებლად სამხრეთ უკრაინაში, არც ქერჩის ხიდი“,
აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი ფეოდოსიის პორტში უკრაინელების მიერ რუსული სადესანტო გემის განადგურებას ეხმაურება.