რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დასავლელი პარტნიორების მწვავე გზავნილებს ეხმაურება. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, სადაც ივანიშვილის რუსეთთან მოკავშირეობაზეა აქცენტი გაკეთებული.
“წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია.ივანიშვილმა უკვე ისე შეტოპა, რომ თავს დამანებებენ – ამით თავს ვერ დაიმშვიდებს იმიტომ, რომ როდესაც ძალიან გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას წერენ, რომ საჭიროა, უკვე სერიოზული რეგიარება, ბიძინა ივანიშვილი, ახლა წარმომიდგენია, რა შეშინებულია, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.