არჩევნების წინ გაუგებარია წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება და ოპოზიციის რიგებში დამატებითი დაქსასულობის შეტანა, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.
“გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი რჩება და ამ ფორმატიდან გავიდა გიორგი ვაშაძე ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად. ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. არჩევნების წინ გაუგებარია წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება და ოპოზიციის რიგებში დამატებითი დაქსასულობის შეტანა. ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან უარყოფითად შეაფასებს ამ ნაბიჯს, რომელიც გადადგა ბატონმა ვაშაძემ”, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.