უკრაინაში შეჭრის გამო, პოლონეთი რუსეთთან შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს – ამის შესახებ, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ცეზარე კულეშამ განაცხადა. მისი თქმით,
“საკმარისია სიტყვები, დროა ვიმოქმედოთ! უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო, პოლონეთის ნაკრები არ აპირებს რუსეთთან შესარჩევი მატჩის გამართვას. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შვედეთისა და ჩეხეთის ფედერაციებთან, რომ FIFA-ს წარვუდგინოთ ჩვენი საერთო პოზიცია”, – განაცხადა პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
გავრცელებულ განცხადებას იზიარებს, პოლონელი ფეხბურთელი და მიუნხენის ბაიერნის სუპერვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკიც და აცხადებს, რომ გულშემატკივრები და მაყურებლები არაფერ შუაში არიან თუმცა, “არ შეგვიძლია თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს, არაფერი ხდება”.
“სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან მატჩი იმ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება. რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ამაზე პასუხისმგებელნი არ არიან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს, არაფერი ხდება”,- წერს ლევანდოვსკი.