“წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო” -ასე აფასებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა.
“წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პირდაპირ გეუბნებით, რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელიასაც ექნება იმის საშუალება, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი. თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ ასეთ სერიოზულ ბრალდებას, ბუნებრივია, რაღაც დასაბუთებაც სჭირდება. პოლიტიკური ჭორაობის სფეროში ნამდვილად, ჩემი აზრით, არ უნდა გადავიდეს ოპოზიცია”, – განაცხადა ბოკუჩავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ცნობისთვის, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან მას “ცუდი” სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია “დაემუქრა კიდეც”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა