“წარსულში ცხოვრება სიკვდილია, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში ” – განაცხადა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში, სიტყვით გამოსვლის დროს.
“რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა რაც ხდება საქართველოში, ჩვენ როგორც ვხედავ, შეგვიძლია კონსოლიდაცია მარტივად მხოლოდ ერთადერთ საკითხზე, ეს არის წარსული, წარსულის შინაარსზეც არ შეგვიძლია კონსოლიდაცია, წარსულზე როგორც ასეთზე, შეგვიძლია ამის ირგვლივ კონსოლიდაცია. ჩვენი თემა განხილვების, მართალია უკვე ბოლო 10 წელია ასეა თითქმის რაც ასეა, არის წარსული. რეფლექსია, ისტორია, კარგია, როცა მასზე მსჯელობ, დასკვნებს აკეთებ იმიტომ, რომ შეცდომები აღარ დაუშვა, მაგრამ წარსულში ცხოვრება, ეს არის სიკვდილი, საზოგადოების სიკვდილი, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში, და ბრძოლა მოძრაობაა, ადამიანის ცხოვრება სტატიკური თუ არის, მკვდარია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.