“გამაოგნებელია ქალბატონო ნათია, თქვენი და თქვენი კოლეგების პათოსი, რომ მადლობები უნდა გადაგიხადოთ აქ ვინმემ. თქვენმა კოლეგამ, ჯანდაცვის მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც დაწერა განცხადება წასვლაზე, რადგან ცხადია, უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს. შემიძლია მხოლოდ მოგიწოდოთ, რომ შეუერთდეთ მას და განიხილოთ განცხადების დაწერა რაც შეიძლება მალე. ციფრებით იზომება ეკონომიკა და იმ მონაცემების მქონე ქვეყანას, რაც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს რეალურად”
მიმართა ფრაქცია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც მინისტრის საათის ფარგლებში დღეს პარლამენტში უსმენენ.