“[საქართველო ამ გადაწყვეტილებით] ნამდვილად არ დგას დემოკრატიულ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც პუტინის რეჟიმზე კონტროლის გამკაცრებას ცდილობს. არ მინდა ისე შორს წავიდე, რომ ვთქვა- [საქართველო] პუტინის გვერდით დგას, თუმცა, იმათი არგუმენტები, ვინც ამას იტყოდა, სრულიად გასაგები იქნება ჩემთვის. საქართველოს მთავრობა ქმნის იმის ხატებას, იმის განცდას, რომ ისინი, თითქოს, მხარს უჭერენ რასაც პუტინი აკეთებს.
ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა სწორ პრინციპებს არ ირჩევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანამ გამოსცადა ის, რაც საქართველომ 14 წლის წინ.
როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, ჩემი პასუხი ამაზე იქნება- მოდით, მაშინ ბატონ ღარიბაშვილს დავუწესოთ სანქციები და ვნახოთ მასზე იმუშავებს თუ არა ის. ნათელია, რომ მას არ შეუძლია თავისი საქმე პრინცებზე დაყრდნობით გააკეთოს.
უკვე წელიწადზე მეტია ვამბობ, რომ ის სანქცირებული უნდა იყოს იმისთვის, რაც გასულ წელს გააკეთა, როდესაც პრემიერად დაბრუნების შემდეგ, [ნიკა] მელიას დაკავებას მოაწერა ხელი. ასევე, მისი ქმედებების გამო გასულ ივლისს დემონსტრაციებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, სხვა უამრავი რამის გამოც.
ნამდვილად მგონია, რომ ქართველი ხალხი უკეთეს ლიდერს იმსახურებს. ისინი [საქართველოს მოსახლეობა] ამას აჩვენებენ იმით, რომ გამოდიან ქუჩებში და დემოკრატიასა და თავისუფლებას უჭერენ მხარს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას”
განაცხადა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.