“სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები. სპეციალური მოწყობილობით – რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს”,
აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერი ნალექის გამო დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რომელთა შორის იყო წერეთლის გამზრიც.