“ამ წერილს აქვს რამდენიმე დანიშნულება. პირველი არის ის, რომ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს- სადისტა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველოში ჩადენილ იქნეს სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ პატიმრის წამებით მოკვდინება.”
ასე ხსნის მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, დღეს გავრცელებულ წერილს, რომელსაც ხელს ყოფილი მაღალჩინოსნები და სხვადასხვა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა თანამდებობის პირები აწერენ.