წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, რა დოზით შეეხება ზამთრის კურორტებს, ვმსჯელობთ – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ დაწესდება, მაგრამ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობენ.

“ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბურ ლოქდაუნს ქვეყანაში, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვმართოთ თუნდაც ასეთი გაზრდილი გამოვლინებები და ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა, ბიზნესის გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ზამთრის კურორტებს ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის იქნება ცნობილი”, — განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 5:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა. ეპიდემიოლოგები მთავრობას დამატებითი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებენ.