“ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი [პარტნიორებისთვის], ეს ჩვენი საქმეა, არანაირი რუსული სცენარი არ არის. წესიერად ილაპარაკეთ, ეს რა საუბარია?!”,– ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟურნალისტების კითხვას, როგორ აპირებენ პარტნიორებს აუხსნან 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.
გუშინ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ტოვებს, რადგან მან “თავისი თავი ამოწურა”.
ხელისუფლების განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებს არა შეთანხმებული 43%-იანი ზღვარი გადაწყვეტს, არამედ მათი “კეთილი ნება”.