“წესის აგება არის ჭირისუფლების ნუგეშისცემა”- ამის შესახებ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს რითიც, ეპისკოპოსი ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგის (შალამბერიძე) გადაწყვეტილებას, რომ თერჯოლაში დაღუპულ 11 წლის მოზარდს წესს არ აუგებს.
“არც ერთი რანგის სასულიერო პირს არ ხელეწიფება საიქიო საქმეებში ჩარევა. მით უფრო ვინმეს სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში გადამისამართება… ამის შესახებ ვერსად ნახავთ ვერც ძველ და, ვერც ახალ აღთქმაში…
წესის აგება არის ჭირისუფლების ნუგეშისცემა და როცა პატარა ბავშვის სიკვდილზეა ლაპარაკი ძალადობის გამო, უნდა ერიცა და ბერიც წესს უგებდეს კი არა და ღვთის წინაშე პატიებას ითხოვდეს თავისი წილი დანაშაულისათვის.
ვისაც არც ნუგეშისცემა შეგუძლია და არც მონანიება, მაშინ საინტერესოა, რას ემსახურება ასეთი დაწესებულება?????”, – წერს რუსუდან გოცირიძე.