გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან 30 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”,– აცხადებს სააგენტო.