წითელი ხაზი სამართლიანობაა, რასაც სამართლიანად ჩავთვლით, ხელს მოვაწერთ – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, დიალოგის პროცესში ერთადერთი წითელი ხაზი სამართლიანობაა.

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. მთავარი კრიტერიუმი რა არის – შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი. ამის იქით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია შეთანხმება იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზი არის სამართლიანობა, მეტი არაფერი”,– ამბობს კობახიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების შეფასება და დიალოგის შინაარსი პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.