საქართველოს “წითელმა ჯვარმა” 100 000 დოზა Sinopharm-ის ვაქცინა აჩუქა, რომელიც უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადია მსოფლიოში.
“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას”,– აცხადებს უწყება.
საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. აცრისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება.