“[ანი წითლიძეს და პრეზიდენტს] ჰქონდათ კომუნიკაცია, რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ, რომ, როგორც ანიმ მითხრა, ძალიან შეწუხებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. [შეხვედრა] დღეს შედგა სასახლეში. ძალიან შეწუხებული იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია.

შეიძლება, ბევრმა არ გაიზიაროს ეს ჩემი დამოკიდებულება, ანიმ თქვა და მეც მინდა, ვთქვა – მადლობა მინდა ვუთხრა მას, იმიტომ, რომ მისი არაერთი მოწოდებაც იყო, ანის შიმშილობა შეეწყვიტა. რაც ვიცი და რაც მოასწრო ანიმ, არც მაქვს მეტის თქმის უფლება – მის ჯანმრთელობაზე ისაუბრეს, ისაუბრეს მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან სთხოვა ანის, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, ემოციური იყო მისი დამოკიდებულებაც. ეს იყო შეხვედრის ძირითადი მიზანი”.

აცხადებს რთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე.