“მივიჩნევ, რომ დეპუტატები, რომლებიც ქართული ოცნების რესურსით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ ქართული ოცნების სახით დაუჭირა მხარი, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. მე პირადად, ასე მოვიქცეოდი. ასეთივე შეფასება და რეაქცია მქონდა წინა წლებშიც ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებით”,- ამბობს წილოსანი.
ქართული ოცნების 6-მა წევრმა გუშინ პარტია დატოვა. ისინი გახარიას პარტიას შეუერთდებიან, რომელსაც ყოფილი პრემიერი მაისში დაარეგისტრირებს.