წილოსანი: ვინც პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან

უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის თქმით, ის ადამიანები, ვინც პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, “ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან რუსეთის საქმის კეთებით”

„მთავარია ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა გვქონდეს, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით.

სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში, აქედან გამომდინარე, ამაზე დეტალურ ინფორმაციას აღმასრულებელი ხელისუფლება მოგცემთ და ალბათ, იქნება დასაბუთება,”- აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა აქტივისტების პროტესტის გამო, იძულებული გახდა, თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დღეს გამთენიისას დაეტოვებინა.